საქართველოს მთავრობამ ფარმაცევტული სექტორის რეგულაციებში ცვლილება დაამტკიცა, რომელიც ეხება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების საბითუმო რეალიზაციას.
დადგენილებაში შესული ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ან სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული/მართვაში მყოფი იურიდიული პირები 2029 წლის 1 იანვრამდე თავისუფლდებიან იმ ვალდებულებისგან, რომ ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო რეალიზაციისთვის მიიღონ ნებართვა. კერძოდ, კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (GDP) სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი.
ამასთან, თუ ასეთი იურიდიული პირები 2029 წლამდე მაინც მიიღებენ ნებართვას, მათ სრულად მოუწევთ GDP-ის სტანდარტისა და სხვა სანებართვო პირობების დაკმაყოფილება.
დამატებით, 2029 წლამდე აღნიშნულ იურიდიულ პირებს საქმიანობა შეუძლიათ შემდეგი პირობების დაცვით:
გარდა ამისა, ასეთ იურიდიულ პირებს უფლება ეძლევათ, პროდუქტის შენახვისა და ტრანსპორტირების მიზნით, ხელშეკრულება გააფორმონ GDP სერტიფიკატის მქონე კომპანიებთან.
ცვლილებები ასევე ეხება ფარმაცევტული წარმოების ნებართვებს: მწარმოებლებს შეუძლიათ მათ მიერ წარმოებული პროდუქციის საბითუმო რეალიზაცია განახორციელონ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე, ან ექსპორტი მოახდინონ კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დადგენილება ძალაში გამოქვეყნებისთანავე, 25 სექტემბერს შევიდა.