notnews ganivi3 

    HotNews

    HotNews

    პარტია „კანონი და სამართლის ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს:

    „ჟურნალისტის კითხვა ბ.ნ რომან გოცირიძეს: შეიძლება ,რომ “ ლელოს “ კანდიდატს დაუჭიროთ მხარი თქვენ და ნაც მოძრაობამ? პასუხი -შეიძლება არ დავაყენოთ კანდიდატი, მაგრამ მხარი დავუჭიროთ “ ლელოს “კანდიდატს, კონსულტაციები მიმდინარეობს.

    ორერო რეოოო...ზოგიერთის“ გასაგონად: სულ რომ გასკდეთ, “ ევროქოცების” გულიგასახეთქად, მაინც არ დავუპირისპირდები იდეალისტებს და მაგრებს, თქვენი მოღალატეობრივი “ სქემა” კარგა ხნის “ნაცნობიდავიწყებული ა“ არჩევნებზე ვილაპარაკოთ რა იქნება და როგორ! მართლა ნიჭიერი ადამიანია მიშა სააკაშვილი , ამდენი ცუღლუტის ხელში სახელმწიფოს შენება რომ შეძლო!

    P. S. ეს ის „ლელოა“ ზურაბიშვილი აირჩიეთო, ხალხს რომ მიმართა, ეს ის „ლელოა“, საბანკო სისტემა მევახშეურად რომ აქცია, ეს ის იდეოლოგიააა , „ბორჯომი“ რომ რუსებს მიჰყიდა, ეს ის ოლიგარქიული იდეოლოგიააა „ივანიშვილთან“  საქმეებს” რომ არჩევდნენ კულუარებში - წილების გადანაწილებებს “ალაგებდენ”, ეს ის ოლიგარქიული იდეოლოგიააა, 90-იანი წლებიდან დაწყებული მთელი საქართველო (თითქმის ) (საბანკო უმაღლესი პროცენტით ) ქუჩაში ან დაკაბალებულები ან ემიგრაციაში , რომ ჩატოვეს, თუ დასავლეთი გინდა, მაშინ დასავლური საბანკო პროცენტებიც უნდა გინდოდეს “ბიზნესმენი “ თუ გქვია და ამ წლების მანძილზე ერთი დასავლური-დაბალპროცენტიანი საბანკო რეფორმა შეგეთავაზებინა ხელისუფლებისთვის (რაღაც არ გვახსენდება)! ეს ისე , მომაგონდა ახლა, ამ წინა-საარჩევნო” პოლიტიკურმა რომანმა” გამახსენა- პოლიტიკური “რომანი „საარჩევნოდ.“

    დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში უბედური შემთხვევა მოხდა.

    გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ მაჩხაანში მარტოხელა მოხუცი იმ დროს დაიწვა, როცა მან საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში ბალახს ცეცხლი დასუფთავების მიზნით წაუკიდა.

    თვითმხილველების თქმით, აალება უცბად მოხდა, ამიტომ ქალმა ცეცხლიდან თავის დაღწევა დროულად ვეღარ შეძლო. მიღებული დამწვრობით პენსიონერი ადგილზე გარდაიცვალა.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

    მომღერალი გია სურამელაშვილი სოციალურ ქსელში ნახევრადშიშველ ფოტოს აქვეყნებს.

    "მენატრება იზრაელი და ყველა მეგობარი მალე ჩაგეხუტებით ტკბილებო" - წერს გია სურამელაშვილი.

     

    მომღერალი ხატია წერეთელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მღვდელი ბასილ იაშაღაშვილის განცხადებას ეხმაურება.

    „მამაო, მეტი განათლება გჭირდებათ 21-ე საუკუნეში, შარვალი თუ აცდუნებს ვინმეს, მაშინ მისი რწმენა იმდენად მცირეა, რომ… ისე კი თქვენზე სამღვდელოებაზე ბევრია დამოკიდებული რამდენად მორწმუნე იქნება მრევლი, თავად დაგვანახეთ სიმდაბლე და მორჩილება,რომ ჩვენც გამოგყვეთ. თითებზე დავითვილით იმ მღვდელთმსახურებს, რომლებიც ფუფუნებაში არ ცხოვრობენ და მატერიალურ. სიმდიდრეს სულიერ სიმდიდრეს ანაცვალებენ, ორკილოიანი ოქროს ჯაჭვჩამოკიდებული მამაო უფრო მეტი დაბრკოლებაა, ვიდრე შარვალჩაცმული ქალი რომლისთვისაც შარვალი კომფორტული ჩასაცმელია მხოლოდ, ვირულად რომ იშრომოს და შვილებს საჭმელი აჭამოს.

    P.S. ვიცი, ამ პოსტს ბევრი ლანძღვა მოჰყვება, ეკლესია საკმაოდ დიდი სტრუქტურაა და მძლავრიც. ასე რომ, არც ტროლების დაქირავება გაუჭირდებათ, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას,” – წერს ხატია წერეთელი.

    „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი ხდება, რომ დღეს ბერლინიდან თბილისში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დავით ჭაკუას ექსტრადირება განხორციელდება.

    ძებნაში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსანი გერმანიამ ქართულ მართლმსაჯულებას გადმოსცა.

     

    ინფორმაცია ჭაკუას ექსტრადირების შესახებ „პრაიმტაიმს“ იუსტიციის სამინისტროში და გენერალურ პროკურატურაშიც დაუდასტურეს,  თუმცა უწყებაში გვითხრეს, რომ დეტალურ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.

    ცნობისთვის: არაერთ მძიმე დანაშაულში ბრალდებული – დავით ჭაკუა ინტერპოლის წითელი ცირკულარით 2013 წლის 23 მარტიდან იძებნებოდა.

    44 წლის დავით ჭაკუას ბაჩო ახალაიასთან, რეზო ჭარბაძესა და მეგის ქარდავასთან ერთად ბრალად ედება 2006 წლის 27 მარტს, თბილისში ციხის ბუნტის პროვოცირებაში, რასაც შვიდი პატიმრის სიცოცხლე შეეწირა.

    გარდა ამისა, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან ერთად, ჭაკუას მხილებულია პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზებაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია და მოწმეზე ძალადობა.

    პროკურატურა ამტკიცებს, რომ 2012 წლის 17 სექტემბერს ზურაბ ადეიშვილმა ციხის სკანდალური კადრების გავრცელებამდე, სწორედ ჭაკუას დაავალა გლდანის ციხეში წინასწარ შერჩეული პატიმრების მიმართ დამცირების, წამების, ცემისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ორგანიზება და ამ ფაქტის ვიდეოგადაღება, რათა სკანდალური კადრების მოსალოდენლ გავრცელებამდე საზოგადოებას შექმნოდა აზრი, რომ ისინი დაკვეთით იყო გადაღებული.

    წყარო: „პრაიმთაიმი“

    გადაცემა „სახალხო კონტროლის“ წამყვანი ლიზა ვადაჭკორია სოციალურ ქსელში წერს:

    „კითხვა მაქვს მთავრობასთან!
    ჩემი ოჯახის წევრების შემოსავალი ტურიზმის სფერო იყო. ყველა ტური, რომელიც აპრილი-სექტემბრის ჩათვლით იყო დაგეგმილი, გაუქმებულია! ზამთარში აქ ისედაც არავინ არ ჩამოდის. ბათუმში ვარ ახლა და 90% სასტუმროების ან დაკეტილია, ან თითქმის ცარიელია. იგივე სიტუაციაა კვების ობიექტებზე.

    პირადად მე ტელევიზიაში ვმუშაობდი და გადაცემა გამიჩერეს უსახსრობის გამო. მთავრობა საზღვრებს არ ხსნის, რადგან სურს არჩევნებამდე "ლამაზი სურათი" შეინარჩუნოს!
    და ამით ყველანაირ იმედს გვიწურავს! შეკითხვა: რითი ვიარსებოთ? რა გააკეთოს ჩემმა ოჯახმა, ყველა საარსებო წყარო, რომ გადამიჭერით?! ამომრჩეველი ვარ მეც და აბა მიპასუხეთ, ვინ უნდა ამოვშალო 31 ოქტომბერს?!“

    „მომეწონა ხელისუფლებაში ყოფნა, ქვეყნის ძარცვა, კორუფცია გადასარევია  და ამიტომ უნდა დავრჩე! - სავარაუდოდ, ეს იქნება „ქართული ოცნების“ ბოლო საარჩევნო დაპირება,“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე და დასძენს, რომ იმ დროს, ადამიანები ვალებში იხრჩობიან, კორუფციულ სქემებში ჩაფლული კონკრეტული მცირე ჯგუფები მილიონებს იპარავენ.

    ამასთან, დავით ჭიჭინაძე და თვლის, რომ იმ  ეკონომიკურ გუნდს, რომელსაც დღეს გვყავს, გარდა იმისა, რომ წარმოდგენა არ აქვს, როგორ უნდა გამოვიდეთ ამ კრიზისიდან, ზოგადად, ისიც არ იცის, რა ხდება.

    „ესენი ეკონომიკურ კრიზისს  ფინანსური კრიზისის მეთოდებით ებრძვიან და მხოლოდ ფინანსურ დახმარებებზე ფიქრობენ. არადა პირველ რიგში ფინანსები სამუშაო ადგილების შესაქმნელად უნდა იყოს მიმართული, რაც ყოველ დღე კატასტროფულად მცირდება. 

    ამასთან, საპროცენტო განაკვეთები არის გაცილებით დიდი, ვიდრე ეკონომიკური ზრდა. ანუ, ფულის ამოღება კონკრეტული ფინანსური ჯგუფის მხრიდან გაცილებით უფრო მეტი ხდება, ვიდრე ფულის მიწოდება. ჩვენმა  ეკონომიკურმა  გუნდმა კი, ისიც კი არ იცის,  რომ ამ პირობებში ბანკები უნდა მოთოკოს, რომლებიც დღესაც კოლოსალურ მოგებაზე გადიან.

    ჩვენ ეკონომიკას ფული ვერ მივაწოდეთ, მივაწოდეთ ხარჯვას, ანუ პრაქტიკულად ინფლაციური პროცესი ჩავრთეთ. ეს აისახა კიდევაც იმ 26 და 27 პროცენტიან ინფლაციაზე, რომელიც პირველადი მოხმარების საგნებზე აისახა.

    მოკლედ, ურთულესი პერიოდი მოდის და მთავრობა ეკონომიკას ვერ დაიჭერს, იმიტომ რომ, დღესაც კი, კორუფციულ სქემებში არიან ჩართულები.

     ასეთი კრიზისის და მითუმეტეს პანდემიის დროს, სარესტორნო მომსახურებაში ათიათასობით ლარის დახარჯვა უბრალოდ სამარცხვინოა! მითუმეტეს, რომ ეს ათასები იმ მდუმარე დეპუტატებზე იხარჯება, რომლებიც ხმასაც არ იღებენ. როგორც ჩანს ატარებდნენ, აჭმევდნენ და ესენიც თვითკმაყოფილებაც დუმილში გამოიხატება“, - აცხადებს ჭიჭინაძე

     

    19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან ორ დღეში აგარაკზე სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართა, თუმცა მეიჯარეს ინფორმაციით, იმ დროისთვის სამართალდამცველებს ადგილზე ყველა საგამოძიებო მოქმედება უკვე დასრულებული ჰქონდათ, - იუწყება „პრაიმტაიმი“.

    თამარ გაგუნაშვილი მეგობართან ერთდ აღნიშნულ აგრაკს 2020 წლის იანვრიდან წვეულებებისთვის აქირავებს და ამბობს, რომ 12 ივნისს მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა ანა გაბეჩავა, რომელმაც უთხრა, რომ დაბადების დღის აღნიშვნა სწორედ აღნიშნულ აგარაკზე სურდა.

    „გვითხრა, 19 წლის ვხდებიო, 50 ლარი ჩაგვირიცხა წინასწარ „ბეს“ სახით და დანარჩენი 300 ლარი ხელზე მოგვცა, როდესაც მოვიდა. 350 ლარად მივაქირავეთ, რადგან ცოტანი უნდა ყოფილიყვნენ”, – ყვება მეიჯარე.

    გაგუნაშვილის თქმით, ობიექტს წვეულებებისთვის კვლავაც აქირავებს, მათ შორის, ადასტურებს, რომ ანი გაბეჩავას დაბადების დღის, ანუ 19 ივნისის შემდეგ აგარაკი 21 ივნისს გააქირავა.

    ამ დროისთვის წვეულებაზე მყოფი გიორგი შაქარაშვილი უკვე ორი დღის გარდაცვლილია და მას ყველგან ეძებდნენ, მათ შორის აღნიშნული აგარაკის მიმდებარედ.

     

    „კოლექტიური ზარდიაშვილებისგან“ „ნაციონალებზე“ საუბარი, ვინ ვისთანაა შეკრული, წარმოუდგენელი და სასაცილოა, რადგან ჯერ ერთი, პირადად  მე, ყოველთვის შერეული სისტემის მომხრე ვიყავი და მეორეც, „ოცნების“ ამ ჯგუფმა, კობახიძის მეთაურობით, თავისსავე პროპოპრციულს თავადვე  უღალატა.“ - ასე პასუხობს დამოუკიდებელი დეპუტატი, პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე ირაკლი კობახიძეს, რომელმაც თქვა, რომ „საკონსტიტუციო ცვლილებებში ჭიჭინაძის არმონაწილეობაზე  „ნაცებმა“  და „ევროპულმა საქართველომ“  იმუშავა.

    სასულიერო პირებმა და მრევლმა Tbilisi Pride-ის ოფისთან  პარაკლისი გადაიხადეს. ისინი ერთ-ერთ შენობის აივანზე ლგბტქ თემის დროშის გამოფენას აპროტესტებდნენ.

    Please publish modules in offcanvas position.