დღეიდან 28 სექტემბრის ჩათვლით, რუსთავი-ზაჰესის მიმართულებით მოძრაობა ერთ ზოლზე შეიზღუდება

თბილისის შემოვლითი გზის 45-ე კილომეტრზე, რკინიგზის გზაგამტარზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 აგვისტოდან 28 სექტემბრის ჩათვლით მოძრაობა რუსთავი-ზაჰესის მიმართულებით ერთ ზოლზე შეიზღუდება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეზღუდვის პერიოდში, რუსთავი-ზაჰესის მიმართულებით ავტოტრანსპორტი დროებით გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი (ველი)-გაჩიანი-რუსთავისა და გამარჯვება-რუსთავის საავტომობილო გზებზე, საიდანაც სოფელ გამარჯვების ტერიტორიაზე კვლავ დაუკავშირდება თბილისის შემოვლით გზას.

ზაჰესი-რუსთავის მიმართულებით მოძრაობა სამუშაოების მიმდინარეობისას პირველ ეტაპზე მარჯვენა, ხოლო მეორე ეტაპზე მარცხენა ზოლზე განხორციელდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი თხოვს მოსახლეობას იმოქმედონ საგზაო ნიშნების შესაბამისად და დაიცვან უსაფრთხოების წესები.