თუშეთში, წოვათის ხეობაში, ალპურ ზონაში ბალახი იწვის
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 122
თუშეთში, წოვათის ხეობაში, ალპურ ზონაში ბალახი იწვის, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ვინაიდან ხანძარი მძიმე ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზეა, საჭირო გახდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა, რომელმაც მეხანძრე-მაშველების ხანძრის გავრცელების ადგილზე გადაყვანა რამდენიმე ეტაპად განახორციელა.
„ამ წუთებში აქტიურად მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები, ყველა შესაბამისი სპეცაღჭურვილობის საშუალებით. დასახლებულ პუნქტთან ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
