დღეიდან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო და 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
პროფესიული უნარების სააგენტოს ინფორმაციით, რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ონლაინ ვებპორტალზე - vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. პროფესიული განათლება ხელმისაწვდომია ნებისმიერი ასაკის მოქალაქისთვის, რომელსაც აქვს საბაზო განათლება.
"პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა საჯარო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. პროგრამები მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა, ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი, ჯანდაცვა, ხელოვნება, ჰუმანიტარული მეცნიერებები, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები, ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა, სოციალური მეცნიერებები, ჟურნალისტიკა და ინფორმაცია, მომსახურებები, სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია, განათლება და სხვა", - აცხადებენ პროფესიული უნარების სააგენტოში.
2025 წელს შეთავაზებული საჯარო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების და პროგრამების სრული ჩამონათვალი, ასევე, რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ პორტალზე - vet.emis.ge -ზე. პროფესიულ პროგრამებთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად ასევე არსებობს ცხელი ხაზი: (+995 32) 2200 220 და This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it..