სასკოლო სამზადისი გაძვირდა – რა ჯდება ჩანთა, რვეული და სწავლის საფასური საქართველოში

15 სექტემბერს საქართველოში ახალი სასწავლო წელი იწყება, თუმცა, წინამორბედი სამზადისი მშობლებისთვის სულ უფრო ძვირი სიამოვნება ხდება. გაძვირდა, როგორც საკანცელარიო ნივთები, ისე კერძო სკოლების საფასურიც, რის გამოც მშობლები ახალი გამოწვევების წინაშე დგანან.

სასკოლო საკანცელარიო ნივთების საშუალო ფასების მიმოხილვა საქართველოში:

რვეული    0.50 ლარიდან - 8 ლარამდე მერყეობს;
კალამი / ფანქარი    0.30 ლარიდან დან  5 00 ლარამდე; 
ფერადი ფანქრები    1.50 ლარიდან   - 30 ლარამდე;
ფლომასტერი    1.50 ლარიდან   - 25 ლარამდე;
პენალი 2 ლარიდან   - 35 ლარამდე;
ჩანთა    35 ლარიდან - 150 ლარამდე (საშუალო და დაბალი ფასის კატეგორიაში).
ფასები საკმაოდ ფართო სპექტრში მერყეობს — თითოეული ნივთისთვის არსებობს როგორც ძირითადი, ისე პრემიუმ კატეგორიის ვარიანტები.
მარტივი ნივთები შეგიძლიათ იპოვოთ  იაფად, თუმცა, დიზაინის და ბრენდების მიხედვით ფასები იწევს და ხარისხიც შესაბამისად დაბალია.
გაძირებული სასკოლო ინვენტარი
სკოლისთვის საჭირო ნივთების (ჩანთები, რვეულები, საკანცელარიო ნივთები და სხვ.) გაძვირებას საქართველოში რამდენიმე ძირითადი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს:

1. საერთაშორისო ბაზრის გავლენა
გლობალური ინფლაცია – ბოლო წლებში ნედლეულისა და საწარმოო ხარჯების ზრდა (ქაღალდი, პლასტმასი, ტექსტილი) პირდაპირ აისახა სასკოლო ინვენტარზე.
გადაზიდვების ხარჯები – მართალია, 2023 წელს საკონტეინერო გადაზიდვების ფასები შემცირდა, მაგრამ 2024–2025 წლებში ისევ არის მერყეობა: ლოგისტიკის შეფერხებები, ნავთობის ფასების ზრდა, რეგიონული კრიზისები (მაგ., სუეცის არხის ბლოკირების საფრთხეები).
2. ლარის კურსი და იმპორტზე დამოკიდებულება
სასკოლო ინვენტარის უდიდესი ნაწილი იმპორტირებულია (ჩინეთი, თურქეთი და სხვა ქვეყნები). ლარის დევალვაცია დოლარსა და ევროზე გავლენას ახდენს იმპორტირებულ საქონელზე: თუ ეროვნული ვალუტა სუსტდება, იმავე ნივთის შეძენა უფრო ძვირი ჯდება... ვრცლად სტატია იხილეთ აქ.