დიდთოვლობის, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო გზებზე შესაძლოა მოძრაობა შეიზღუდოს - გაფრთხილება
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 45
გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება 8 თებერვლიდან 10 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს.
"მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი. 9 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.
დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)", - იტყობინება გარემოს ეროვნული სააგენტო.
