ტექნიკურ უნივერსიტეტს მისაღებ სტუდენტთა კვოტა დაახლოებით 300-ით შეუმცირდა - რა პროგრამები დარჩა?
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 57
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2026-2027 სასწავლო წელს დაახლოებით 300-ით ნაკლები სტუდენტის მიღების შესაძლებლობა ექნება, ვიდრე გასულ წელს. მთავრობამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2026-2027 სასწავლო წლისთვის მისაღები სტუდენტების რაოდენობის შესახებ დადგენილება უკვე გამოაქვეყნა.
დოკუმენტის მიხედვით, მომავალ სასწავლო წელს, სტუ-ის მიერ საბაკალავრო პროგრამებზე მისაღები სტუდენტების რაოდენობა 3880-ით განისაზღვრა. გასულ წელს კი კვოტა 4207 იყო, ხოლო ჩარიცხულთა რაოდენობამ 3575 შეადგინა.
2026-2027 სასწავლო წელს მისაღები სტუდენტების კვოტები და პროგრამები:
აგროინჟინერია 30
ბიოსამედიცინო ინჟინერია 50
გამოყენებითი გეოლოგია 60
ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიები (რუსულენოვანი) 15
არქიტექტურა 180
ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია 210
ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიები 50
ინფორმატიკა 290
საინჟინრო ფიზიკა 20
ქიმიური პროცესების ტექნოლოგია 20
მართვის სისტემები, ავტომატიზაცია და ტესტ-ინჟინერინგი 30
საინჟინრო გეოდეზია 70
მშენებლობა 260
მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია 50
სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია 50
ტრანსპორტი 40
ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია 50
სასურსათო ტექნოლოგია 120
გარემოსდაცვითი ინჟინერია 70
მეტალურგია 30
მასალათმცოდნეობა 30
სამთო და გეოინჟინერია 50
აგრარული ტექნოლოგიები 60
საკვები პროდუქტების გადამუშავება და სამაცივრო ტექნოლოგია 40
სატყეო საქმე 100
საინჟინრო უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვა 50
მექანიკის ინჟინერია (ინგლისურენოვანი) 10
არქიტექტურა (რუსულენოვანი) 15
ინფორმატიკა (რუსულენოვანი) 20
დიზაინი (ინგლისურენოვანი) 40
მეცხოველეობა 50
ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია 40
საინჟინრო მენეჯმენტი 50
აგრონომია 60
სურსათის მეცნიერება და ტექნოლოგია 50
მშენებლობის ინჟინერია და მენეჯმენტი 60
ლოგისტიკა 50
მოდის დიზაინის ტექნოლოგიები 30
მევენახეობა და ენოლოგია 120
კომპიუტერული მეცნიერება (ინგლისურენოვანი) 40
ბიოსამედიცინო ინჟინერია (ინგლისურენოვანი) 20
ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია 210
სამოქალაქო ინჟინერია 100
ბუნებრივი საფრთხეები, მდგრადი გარემო და დაცვა 50
კომპიუტერული ინჟინერია 100
საავიაციო ინჟინერია 30
კომპიუტერული მეცნიერება 300
სამოქალაქო ინჟინერია (ინგლისურენოვანი) 30
ვეტერინარია 80
არქიტექტურა (ინგლისურენოვანი) 20
კომპიუტერული ინფორმაციული ტექნოლოგიები 250
კომპიუტერული ინჟინერია (ინგლისურენოვანი) 30
ცნობისთვის, გასული თვის ბოლოს მთავრობამ განაცხადა, რომ აპირებდა ტექნიკური უნივერსიტეტის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაერთიანებას, თუმცა, 9 თებერვალს გადაწყვეტილება შეცვალა და განაცხადა, რომ გაერთიანება აღარ მოხდება, თუმცა სტუ-ს სოციალური და ჰუმანიტარული პროგრამები აღარ ექნება.
