8 მაისი საქართველოში ღვინის ეროვნულ დღედ გამოცხადდა
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 64
8 მაისი საქართველოში ღვინის ეროვნულ დღედ გამოცხადდა. მთავრობის შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა ხელი.
„ქართული ღვინის, როგორც ქვეყნის იდენტობისა და უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის, ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და მასთან დაკავშირებული ტრადიციების წარმოჩენის მიზნით:
ა) დაწესდეს „ღვინის ეროვნული დღე“; ბ) „ღვინის ეროვნული დღე“ აღინიშნოს ყოველი წლის 8 მაისს“, – ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში, რომელიც 12 თებერვლით თარიღდება.
