აზერბაიჯანის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმი 20 მარტს ინგილო ქართველებისგან და ლეკებისგან ისტორიული ექსპონატების მიღებას აცხადებს
- Details
- By admin
- Hits: 487
აზერბაიჯანულმა ფეისბუქის ჯგუფმა „ZAQATALA NEWS”, რომელსაც 30 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, აზერბაიჯანულ ენაზე გაავრცელა მიმართვა, რომელშიც ვკითხულობთ: „ყურადღება: აზერბაიჯანის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმის მიმართვა: „ჩვენ გვჭირდება ავარების, წახურების და ინგილოების ისტორიული ექსპონატები. თუ ვინმეს აქვს ისინი, მუზეუმის თანამშრომლები რეგიონში 20 მარტს იქნებიან. ისინი მოვლენ, დაათვალიერებენ ამ ექსპონატებს და მიიღებენ გადაწყვეტილებას. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ისტორიული მნიშვნელობის ექსპონატების ჩაბარება შესაძლებელია შემოწირულობით ან შეძენით. გახსოვდეთ, მუზეუმები ჩვენი ისტორიული მეხსიერებაა. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს მეხსიერება, რათა ის არ გაქრეს“.
ფეისბუქ პოსტს ახლავს ფოტო, სადაც გამოსახულია ძველი ისტორიული ნივთები, რომელიც დღეისათვის სამუზეუმო ექსპონატებად ითვლება. აღნიშნულ ფეისბუქ პოსტს გამოეხმაურნენ ადგილობრივებიც.
„მე მაქვს ასეთი ნივთები“ - წერს ერთ-ერთი ინგილო ქართველი ახალგაზრდა პოსტის კომენტარებში.
იქვე ვკითხულობთ: „თუ ოფიციალურია, გთხოვთ, წყარო მიუთითოთ. სად წერია?“; „რისთვის? რომელ მუზეუმშია გამოფენილი ექსპონატები, როგორც საყოფაცხოვრებო ნივთები ან სხვა ნივთები, რომლებიც ავარებს, წახურებს და ინგილოებს ეკუთვნით? და ვინ, ბოდიშს გიხდით, აგროვებს ამას?“; „სად არის ადრე შემოწირული ექსპონატები?“;„არის თუ არა იქ მათი განთავსების ადგილი?“„ზაქათალის ციხე-სიმაგრეში მუზეუმი გვქონდა, მრავალი წლის წინ მოვიდნენ და გაძარცვეს“; „ძველი ნივთები დარჩა? ისინი კოლექციონერებზე ყიდიან, დიდი ხანია ამას აკეთებენ“; „ხანდახან იპარავენ“; „არ მისცეთ არავის, ვისაც აქვს“; „ნებისმიერს შეუძლია შეინარჩუნოს ისინი, როგორც საკუთარი ოჯახის საგანძური“ „ხალხში ექსპონატის სახითანტიკვარული საყოფაცხოვრებო ტექნიკა დარჩა?“; „სოფლის სახლების სხვენები ასეთი ექსპონატებით იყო სავსე“; „მუზეუმისთვის ნაჩუქარი ნივთები სადარის, გვაჩვენეთ ჯერ... ბაბუაჩემის ნაჩუქარი ნივთებიმუზეუმში არ მინახავს“; „ნუ მისცემთ ნივთებს მუზეუმებს - შეინახეთ ისინი სახლში!“; „არავის მისცეთ უფლება, წაგვართვას, ხალხო. ჩვენს ისტორიის მუზეუმში ბევრი ნივთი იყო. ძალიან ლამაზი იყო. მოიპარეს, გაძარცვეს. დარწმუნებული ვარ, ეს მფლობელებმა გააკეთეს, მაგრამ ვერ დავამტკიცებ“; „20 წლის წინ ყველაფერი, რაც გვქონდა და ბებიისგან დარჩა, ბოშებს გავყიდეთ“; „90-იან წლებში ზაქათალას მუზეუმი გაძარცვეს. მე ამ მუზეუმში ბევრჯერ ვიყავი ნამყოფი. რა იყო იქ? იქ იყო ხმლები, ფარები, წერილები და ბევრი სხვა ძვირფასი ნივთი, რომელიც იმამ შამილს დარჩა. სამწუხაროა, რომ ისინი მოიპარეს და ყველაფერი გაქრა“;„უცნობია, საიდან შეაგროვეს ისტორიის მუზეუმის თანამშრომლებმა წლების წინ ასეთი ნივთები. ჭურჭლის შეგროვების ნაცვლად, მათ უნდა იფიქრონ იმ ძეგლების დაცვაზე, რომლებიც ნადგურდება“; „თუ გსურთ უცხო ერის კულტურის დემონსტრირება, პირველ რიგში, მიაღწიეთ სახელმძღვანელოების გამოცემას ავარულ ენაზე“; „თქვენ ცდილობთ ამადგილის ისტორიის წაშლას. ამ ადგილის ისტორიადიდი ხანია დაწერილია მეცნიერი ისტორიკოსებისმიერ“.
აღსანიშნავია, რომ ისტორიულ ქართულ კუთხეში - საინგილოში, ზაქათალის რაიონში ათასობით ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს.
ავტორი: გიორგი კერესელიძე
