სამეგრელოში, იმერეთში, თერჯოლასა და ზესტაფონში არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა– სეს
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 54
სამეგრელოში და იმერეთში არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
"ჩატარებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკური პირი ჯ.ს. (მის: აბაშა, გამსახურდიას ქ.N116.) განმეორებით და სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო საქმიანობის აღიარების გარეშე, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, კლავდა მსხვილფეხა პირუტყვს.
არალეგალური საწარმოები გამოვლინდა ასევე თერჯოლასა და ზესტაფონში. ინდმეწარმე გ. ზ. (მის: თერჯოლის რ-ნი, სოფ. ღვანკითი) და ფიზიკური პირი ს.მ. (მის: ზესტაფონი, მეორე სვირი ) სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარებისა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე კლავდნენ ცხოველებს.
ორივე ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. გ.ზ.-ს არალეგალურ სასაკლაოზე, შემდგომი განადგურების მიზნით, დაილუქა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული 70 კილოგრამზე მეტი გოჭის და მსხვილფეხა საქონლის ხორცი, ხოლო ს.მ.-ს სასაკლაოზე დაილუქა 8 კილოგრამი ბოცვრის ხორცი", - ნათქვამია პრესრელიზში.
სააგენტო აქცენტირებს, რომ ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლა ადამიანისთვის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საფრთხეს ქმნის და ზრდის ზოონოზური დაავადებების გავრცელების რისკს.
