ავიაკომპანია Eurowings-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კიოლნის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს შეასრულებს

ორი ივლისიდან ავიაკომპანია Eurowings-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კიოლნის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს შეასრულებს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეისები კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და ხუთშაბათს შესრულდება.

„გერმანული ავიაკომპანია Eurowings-ი ორი ივლისიდან პირდაპირ რეისებს კიოლნი-თბილისი-კიოლნის მიმართულებით იწყებს.

რეისები კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და ხუთშაბათს Airbus A320 ტიპის თვითმფრინავით შესრულდება.

კიოლნი სრულიად ახალი მიმართულებაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის და ხელს შეუწყობს ტურიზმის ზრდას, ასევე ბიზნესკონტაქტების გაფართოებას გერმანიასთან“, – ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.