აშშ 30 მარტიდან სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს - e-Consul-ის განმარტება
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 61
ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. კერძოდ, მიმდინარე წლის 30 მარტიდან ძალაში შედის რეგულაციები, რომლის მიხედვითაც სავალდებულო ხდება კანდიდატის სოციალური აქტივობის მონიტორინგი.
e-Consul-ის უფროსი სავიზო კოორდინატორი ნანა გოგუაძე ვარაუდობს, რომ ეს შესაძლოა სამუშაო ნებართვების გაცემის შეზღუდვის საფუძველიც გახდეს.
„ეს ცვლილება გულისხმობს სოციალური აქტივობების სკრინინგს. თუ აქამდე ეს სავალდებულო წესით მოითხოვებოდა მხოლოდ სასწავლო კატეგორიის ვიზებისთვის, ახლა ისეთი კატეგორიები დაემატა, როგორიც არის სამუშაო და დიპლომატიური კატეგორიის ვიზები.
რა შეცვლის ეს კანდიდტებისთვის? პირველ რიგში, საკმაოდ დიდი რაოდენობის აპლიკანტები გვყავს ჩვენ სასწავლო კატეგორიის ვიზებზე და ცვლილება, რაც აპლიკანტებისთვის ამ ნაწილმა მოიტანა, პირველ რიგში ის არის, რომ კონსულს განხილვისთვის უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე აქამდე იყო. თუ პასუხს მაშინვე გეუბნებოდნენ, ახლა ამ სკრინინგისთვის გარკვეული დრო მოითხოვება, რომელიც შეიძლება იყოს ოთხი-ხუთი სამუშაო დღე ან მეტი.
სკრინინგი ემატება ინტერვიუს პროცესში, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ აქამდე მის პროფესიულ, კარიერულ ნაწილზე იყო აქცენტირება და კონსულის გადაწყვეტილება მის კეთილსინდისიერებას ემყარებოდა, ახლა უკვე მისი სოციალური ქსელების, სოციალური აქტივობების სკრინინგი შემოდის. ეს გულისხმობს პოსტების, ლაიქების და სხვა სოციალური აქტივობების მონიტორინგს.
სამუშაო კატეგორიების ვიზები იმის გამო, რომ საჭიროებს გარკვეული პროცესების გავლას, არ არის მარტივად მისაღები, როგორც ვთქვათ B კატეგორიის, ტურისტული მიზნობრიობით გაცემული ვიზები. სტატისტიკა რომ გითხრათ, დაახლოებით A კატეგორიის ვიზა 170 გაიცა 2025 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით. სამუშაო კატეგორიები, როგორიც არის H, L, O, დაახლოებით 86 ვიზის გაცემა მოხდა, ხოლო K კატეგორიას რაც შეეხება, 13 ვიზა გაიცა შარშანდელი მონაცემების მიხედვით.
აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ გარკვეულწილად საკონსულო პროცესები რთულდება მათთვის და უფრო მეტად გამჭვირვალე ხდება კონსულისთვის ეს პროცესები, ამ ცვლილებამ შესაძლოა მათთვის ვიზების გაცემა უფრო შეზღუდოს და შეამციროს”, - აცხადებს ნანა გოგუაძე.
