კახეთში მანქანა ხევში გადავარდა - გარდაიცვალა ერთი ადამიანი
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 195
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.შემთხვევა სოფელ ახაშენში ცოტა ხნის წინ მოხდა.
სოფელში არსებული სამების ეკლესიის მომდებარედ, ავტომობილი ხევში რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
ადგილობრივების თქმით, ავტომანქანაში სამი ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ერთი ადგილზე გარდაცვალა, ორი კი მძიმედ დაშავდა. გარდაცვლილია 45 წლის მამაკაცი.
ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
