მსოფლიო პატრიარქს სურს თავის გავლენას დაუმორჩილოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია - რუსეთის დაზვერვა
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 54
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს.
"საგარეო დაზვერვის სამსახურში შემოსული ინფორმაციით, კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოსი დაჟინებით აგრძელებს მსოფლიო მართლმადიდებლობის გახლეჩის მზაკვრულ ხაზს პრინციპით "გათიშე და იბატონე".
ამჯერად მას სურს, ისარგებლოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებით და თავის გავლენას დაუმორჩილოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. ფანარიოტს ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ისეთი წარმომადგენლის ისეთი დაწინაურება სურს, რომელსაც თავად დაეყრდნობა.
ამ როლისთვის ბართლომე კანდიდატებად განიხილავს დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამს (გარმელია) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს (ბერბიჭაშვილი). თავის უახლოეს გარემოცვაში იგი მათ წარმოაჩენს, როგორც მისი ნების ყველაზე შესაფერის შემსრულებლებს", - ვკითხულობთ განცხადებაში.
