რომელ რეგიონებში რა დროს განხორციელდება ძაღლების აყვანის ღონისძიებები? - სეს-ის განცხადება

სურსათის ეროვნული სააგენტო ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებებს აგრძელებს.

სააგენტო სამოქმედო არეალების კოორდინატებს და დროს წინასწარ აქვეყნებს:

• 03.04. იმერეთი, ზესტაფონი, მერიის მიმდებარე ტერიტორია, 10:00 სთ

• 03.04. იმერეთი, სამტრედია, მერიის მიმდებარე ტერიტორია, 09:30 სთ

• 04.04. კახეთი, ყვარელი, მერიის მიმდებარე ტერიტორია, 10:30 სთ

• 04.04. იმერეთი, ქუთაისი, მერიის მიმდებარე ტერიტორია, 10:30 სთ

• 06.04. იმერეთი ჭიათურა, მერიის მიმდებარე ტერიტორია, 11:00 სთ

• 06.04. კახეთი, სიღნაღი, მერიის მიმდებარე ტერიტორია, 11:00 სთ

• 07.04. კახეთი, სიღნაღი, წნორის ცენტრი, 11:00 სთ

• 07.04. იმერეთი, წყალტუბო, მერიის მიმდებარე ტერიტორია, 11:00 სთ.

სეს-ის ინფორმაციით, შინაური ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარების მიზნით ზუგდიდიდან ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველებიდან თავშესაფარში დარჩენილია მხოლოდ 17, რომლებსაც დღეს, 3 აპრილს, ზუგდიდში დააბრუნებენ.

ზუგდიდის გარდა ძაღლები პირვანდელ გარემოს დაუბრუნდებიან აბაშაში (5 ძაღლი) და ვანში (3 ძაღლი).

სააგენტო მოუწოდებს ცხოველების მიმკედლებლებს, ასევე ცხოველების მოყვარულებს, აღნიშნულ ლოკაციებზე მიიყვანონ ცხოველები, სადაც მათ, საჭიროების მიხედვით, ადგილზე ჩაუტარდებათ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ის ცხოველები, რომლებსაც არ აქვთ ჩატარებული კასტრაცია/სტერილიზაცია, პასუხისმგებელ პირთან (მიმკედლებელი, ცხოველის მოყვარული) შეთანხმებით, შესაბამისი აქტის შედგენის საფუძველზე, გადაყვანილი იქნებიან თავშესაფარში. შესაბამისი მანიპულაციების ჩატარება-რეაბილიტაციის გავლის შემდეგ, ცხოველები აყვანის ლოკაციაზე დაუბრუნდებიან პასუხისმგებელ პირებს, ასევე, შესაბამისი აქტის შედგენით.

თუ მითითებულ ლოკაციაზე ვერ ხერხდება ცხოველების მიყვანა, რანდენიმე მიმკედლებელს შეუძლია მიმართოს სააგენტოს. ეკიპაჟები მივლენ და უზრუნველყოფენ მანიპულაციების ჩატარებას მათ მიერ მითითებულ ლოკაციაზე.


ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ სურსათის უვნებლობის სააგენტოს რეგიონებში მოსახლეობის მიერ მიკედლებული მიუსაფარი ძაღლები ტერიტორიიდან მიჰყავს. ადამიანები, რომლებიც Facebook-ზე ფოტო/ვიდეო მასალას ავრცელებენ, ასევე ჰყვებიან, რომ ზუსტად არ იციან, სად გადაჰყავთ მათ მიერ მიკედლებული და მზრუნველობაში მყოფი ცხოველები.

გუშინ ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცხოველები გორის მუნიციპალიტეტის თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც კრემატორიუმი გვიან ღამით მუშაობდა, სავარაუდოდ, ცხოველთა დაწვის მიზნით - სოფლის მეურნეობის სამინისტრო აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ რეგიონებიდან აყვანილი არც ერთი ძაღლი გორის თავშესაფარში არ გადაუყვანიათ