5-6 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში ძლიერ ქარს პროგნოზირებენ - გაფრთხილება
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 29
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5-6 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.
სააგენტოს ცნობით, ასევე 3 აპრილის დღის ბოლოდან 5 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი.
"მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)", - იტყობინება გარემოს ეროვნული სააგენტო.
