ჩვენ უკრაინას არ მივატოვებთ და გადაწყვეტილებას მათ ნაცვლად არ მივიღებთ - ოლაფ შოლცი

ჩვენ უკრაინას არ მივატოვებთ და გადაწყვეტილებას მათ ნაცვლად არ მივიღებთ, – ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა საარჩევნო მიტინგზე გამოსვლისას გააკეთა:

„საყვარელი სიტყვა ამერიკულ პოლიტიკაში არის „ტრანზაქციული“. თუ ზუსტად ვთარგმნით, რას ნიშნავს „ტრანზაქციული“, მაშინ ეს ნიშნავს: „მე მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობ და მხოლოდ იმას ვაკეთებ, რაც მე მომიტანს სარგებელს, და თუ არ მომიტანს სარგებელს, არ გავაკეთებ“. ეს არის ის, რაც არ ახასიათებს გერმანულ პოლიტიკას. ჩვენ ვართ ძლიერი ევროპის ერთგულები. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით, რადგან ის არ უნდა დარჩეს მარტო, და არამხოლოდ იმიტომ, რომ იქ წიაღისეულია“,

ცნობისთვის, გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება