რომის პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ კიდევ მძიმეა - მედია

რომის პაპის, ფრანცისკეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად კრიტიკულად მძიმე აღარ არის, თუმცა ჯერ კიდე მძიმეა – ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ვატიკანზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომის პაპი სუნთქვის გართულებით საავადმყოფოში 14 თებერვალს გადაიყვანეს. მას ფილტვების ანთება აქვს.

პონტიფიკოსი საავადმყოფოში რჩება და მკურნალობას აგრძელებს.