მთავარი
სტამბოლში ეკრემ იმამოღლუს დაპატიმრების წინააღმდეგ აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა
- Details
- By rusa
- Hits: 229
სტამბოლში ათასობით ადამიანი შეიკრიბა მთავარი ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ დემონსტრაციაზე ქალაქის მერის ეკრემ იმამოღლუს დაპატიმრების წინააღმდეგ.
ეკრემ იმამოღლუ, რომელიც პრეზიდენტ რეჯეპ თაიფ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად მოიაზრება, 19 მარტს კორუფციისა და ტერორისტული ორგანიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს.
„სახალხო რესპუბლიკურ პარტიაში“ აცხადებენ, რომ სტამბოლის მერის წინააღმდეგ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია.
დაკავებამდე ეკრემ იმამოღლუ განიხილებოდა მთავარი ოპოზიციური პარტიის კანდიდატად 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.
მთავრობა მართლმსაჯულებაზე რამე გავლენას უარყოფს.
ეკრემ იმამოღლუს დაკავების შემდეგ თურქეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები იმართება. დაკავებულია დემონსტრაციების ასობით მონაწილე.
