მთავარი
დემოკრატებმა ყველაფერი დაკარგეს, განსაკუთრებით გონება. ეს რადიკალურად მემარცხენე გიჟები კვლავ იმპიჩმენტით არიან დაკავებულნი - ტრამპი
- Details
- By rusa
- Hits: 279
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, რესპუბლიკელებმა კონგრესიდან იმ დემოკრატების გარიცხვაზე უნდა იფიქრონ, რომლებმაც მისი იმპიჩმენტის წინადადებები წარადგინეს. თეთრი სახლის ლიდერი იმპიჩმენტის ინიციატორებს ქვეყნის სიძულვილში ადანაშაულებს.
„მათ ყველაფერი დაკარგეს, განსაკუთრებით გონება. ეს რადიკალურად მემარცხენე გიჟები კვლავ იმპიჩმენტით არიან დაკავებულნი. მათ უკვე ჰყავთ ორი „უსახელო“, ნაკლებად პატივცემული კონგრესმენი, ორი სრული ფსიქოპათი, რომლებმაც დონალდ ტრამპის წინააღმდეგ „იმპიჩმენტის“ წინადადება უკვე მეოცედ წარადგინეს. რესპუბლიკელებმა უნდა დაიწყონ ფიქრი კონგრესიდან მათ გარიცხვაზე ყველა იმ დანაშაულია გამო, რომლებიც მათ ჩაიდინეს, განსაკუთრებით არჩევნების დროს.
რატომ ვაძლევთ მათ უფლებას, განუწყვეტლივ გამოიყენონ იმპიჩმენტი, როგორც იარაღი აშშ-ის პრეზიდენტის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად ბევრს შრომობს? ეს იგივე სცენარია, რომელიც მათ ჩემი პირველი ვადის დროს გამოიყენეს. რესპუბლიკელები არ მისცემენ მათ საშუალებას, კვლავ თავი აარიდონ სასჯელს. ისინი არაკეთილსინდისიერი ადამიანები არიან, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა სძულთ. შესაძლოა, ჩვენც უნდა დავიწყოთ ამ თამაშის თამაში მათთან და გავრიცხოთ დემოკრატები მრავალრიცხოვანი დანაშაულებისთვის, რომლებიც მათ ჩაიდინეს“, - განაცხადა ტრამპმა.
