ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-თან მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-თან მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა. ინფორმაციას უმაღლესი რადა ავრცელებს.

კანონის რატიფიცირების შედეგად ასევე შეიქმნა საინვესტიციო ფონდი, რომელიც უკრაინის აღდგენისთვის იმუშავებს.

უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის შეთანხმებას 30 აპრილს მოეწერა ხელი, ხოლო უმაღლესმა რადამ მისი რატიფიცირება 8 მაისს მოახდინა.