მთავარი
24-25 ივნისს ნატო-ს სამიტზე უკრაინაცაა მიწვეული - ზელენსკი
- Details
- By ani
- Hits: 158
24-25 ივნისს ჰააგაში ნატო-ს სამიტზე უკრაინაცაა მიწვეული. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამაცხადა.
Zoom-ში ჟურნალისტებთან საუბრისას ზელენსკიმ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
„ჩვენ მიგვიწვიეს ნატო-ს სამიტზე. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
თუმცა, ზელენსკის არ დაუკონკრეტებია, რა სახით იქნება უკრაინა წარდგენილი სამიტზე.
შეგახსენებთ, რომ დღეს უკრაინის პრეზიდენტი ვილნიუსში ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა. ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუტესთან სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრის შესახებ საუბრა. რუტემ და ზელენსკიმ ასევე განიხილეს უკრაინის შემდგომი დახმარების ნაბიჯები.
