მთავარი
ემანუელ მაკრონი საფრანგეთში ვადამდელ არჩევნებს არ გამორიცხავს
- Details
- By ani
- Hits: 105
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ქვეყანაში ვადამდელ არჩევნებს არ გამორიცხავს. ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ წერს.
ნიცაში კონფერენციაზე საუბრისას მაკრონმა პოლიტიკურ პარტიებს ერთად მუშაობისკენ მოუწოდა.
„პოლიტიკურმა პარტიებმა, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა, ჩამოაყალიბონ უმრავლესობა ეროვნულ ასამბლეაში უნდა აჩვენონ, რომ შეუძლიათ ერთად მუშაობა, როგორც ჩვენი მეზობლები აკეთებენ. აი, რა არის დემოკრატია ისეთ მომენტებში, როდესაც ქვეყანა დაყოფილია,“ – განაცხადა მაკრონმა
ამასთან, მაკრონის თქმით, ის აღარ გაიმეორებს იმავე ხრიკს, როგორც ეს შარშან, პარლამენტის დაშლითა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნით გააკეთა, რომლის შედეგებიც მისთვის, არც ისე სახარბიელო აღმოჩნდა.
„სურვილია, აღარ მოხდეს პარლამენტის კიდევ ერთი დაშლა, მაგრამ არ მჩვევია, საკუთარ თავს კონსტიტუციური უფლებამოსილება მოვაკლო“, – აღნიშნა მაკრონმა.
