მთავარი
ტრამპი „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ზელენსკისთან შეხვედრას აპირებს
- Details
- By rusa
- Hits: 113
მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კანადაში დაგეგმილ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს. ინფორმაციას მედია აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
კანადაში „დიდი შვიდეულის“ ლიდერები იკრიბებიან. ადგილზე უკვე ჩავიდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ ეს G7-ის პირველი სამიტია ტრამპის მონაწილეობით.
კანადაში ასევე ჩავიდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. ადგილზე იმყოფება ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც. სამიტს გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერციც დაესწრება.
ცნობილია, რომ „დიდი შვიდეულის“ ლიდერები სამიტის პირველ დღეს გლობალურ ეკონომიკაზე ფოკუსირდებიან. ისინი ასევე განიხილავენ ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა ტყის ხანძრები, ნარკოტიკების კონტრაბანდა და მიგრანტების თემა. 17 ივნისს კი უკრაინის საკითხი იქნება განხილული, სადაც მონაწილეობას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც მიიღებს.
