მთავრობამ 6 მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის ბიუჯეტი კიდევ ₾5.2 მლნ-ით გაუზარდა

საქართველოში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისთვის 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის რეგიონებში განხორციელებული პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხა კიდევ 5 272 000 ლარით 108 173 900 ლარამდე გაიზარდა.

„ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული 14 აგვისტოს ივლისის 1327-ე განკარგულებით, ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 იანვრის 186-ე განკარგულებაში. აღნიშნული ცვლილებით სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის ბიუჯეტი ზუგდიდის, ბორჯომის, ახმეტის, ჩოხატაურის, საჩხერის და ხობის მუნიციპალიტეტებს გაეზარდათ.

იანვრის ბოლოსთვის ანუ წლის დასაწყისისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის მხოლოდ 8 მუნიციპალიტეტისთვის 6 400 000 ლარი იყო გამოყოფილი. ამის შემდეგ მთავრობამ სტიქიების სალიკვიდაციოდ თანხების გამოყოფილი თანხის მოცულობა და მუნიციპალიტეტების რაოდენობა უკვე მეექვსედ დააკორექტირა. აღნიშნული თანხა 45 მუნიციპალიტეტზე განაწილდება.

განსხვავებული მოცულობის თანხები გაწერილია ზუგდიდის, ხარაგაულის, გურჯაანის, სიღნაღის, ახალციხის, საგარეჯოს, ბორჯომის, ახმეტის, სენაკის, ხონის, ბაღდათის, გორის, თიანეთის, თერჯოლის, წალენჯიხის, კასპის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ლენტეხის, მარნეულის, ლაგოდეხის. ყვარლის, ჩოხატაურის, ვანის, მარტვილის, ჩხოროწყუს, ცაგერის, ქუთაისის, თეთრი წყაროს, ამბროლაურის, საჩხერის, ხაშურის, ზესტაფონის, თელავის, ადიგენის, დედოფლისწყაროს, გარდაბნის, ონის, ბოლნისის, ხობის, ფოთის, მცხეთის, დუშეთის, სამტრედიის და ტყიბულის მუნიციპალიტეტებისთვის.