2025 წლის პირველ 7 თვეში კრიპტო თაღლითობით მიყენებულმა ზარალმა $2.17 მლრდ გადააჭარბა

2025 წლის იანვარ-ივლისში კრიპტოვალუტის მფლობელებისთვის მიყენებულმა ზარალმა $2.17 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის მთლიანი წლის მაჩვენებელს აჭარბებს.

ზარალი განსაკუთრებით 21 თებერვალს გაიზარდა, როცა ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებულმა ჰაკერულმა ჯგუფმა კრიპტობირჟა ByBit-იდან $1.5 მლრდ-ის ციფრული აქტივები მოიპარა. ანალიტიკოსების შეფასებით, თუ ტენდენცია შენარჩუნდა, 2025 წლის ბოლომდე ზარალის მოცულობა $4 მლრდ-ს გადააჭარბებს.

გარდა მსხვილი პლატფორმებისა, კრიპტო თაღლითების სამიზნე სულ უფრო ხშირად ხდება ინდივიდუალური მფლობელებიც. პერსონალური ციფრული საფულეების დაყაჩაღების შემთხვევები წელს 23%-ით გაიზარდა. ამ მხრივ გამოიყენება როგორც ფიზიკური ძალადობა (მაგალითად, ქუჩაში კრიპტოაპარატთან დაყაჩაღება), ასევე კიბერშანტაჟი. როგორც სპეციალისტები ამბობენ, მსგავსი შემთხვევების რაოდენობა განსაკუთრებით იმ პერიოდში მატულობს, როდესაც ციფრული ვალუტების კურსი მკვეთრად იზრდება.

სტატისტიკით, კრიპტო თაღლითობის ყველაზე მეტი ფაქტი ფიქსირდება: აშშ-ში, გერმანიაში, რუსეთში, კანადაში, იაპონიაში, ინდონეზიაში, სამხრეთ კორეასა და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.