საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. ამჯერად უნცია მეტალის ღირებულებამ 3,505 დოლარს მიაღწია, რაც ერთწლიან პერიოდში 40%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო ერთთვიან პერიოდში ზრდა 3%-ს შეადგენს.
ბოლო დროის განმავლობაში ოქროს გაძვირება გეოპოლიტიკური რისკების ზრდასთან არის დაკავშირებული, რასაც რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესის გაჭიანურება და კონფლიქტის ესკალაციის რისკების ზრდა განაპირობებს.
ამასთან, ინვესტორებს აქვთ მოლოდინი, რომ მიმდინარე თვეს აშშ-ის ფედერალური რეზერვი რეფინანსირების განაკვეთს შეამცირებს, რაც, თავის მხრივ, დოლარის გაუფასურება და მის წინააღმდეგ ოქროს გაძვირებას შეუწყობს ხელს.