საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი პუნქტი შპს „თოლიკეთი“ დააჯარიმა.
9 თებერვალს გამოქვეყნებული გადაწყვეტილების თანახმად, კომპანია 3 000 ლარით დაჯარიმდა.
მიზეზი ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევა გახდა.
სამეწარმეო ამონაწერის თანახმად, კომპანია 2022 წელს დარეგისტრირდა. მისი მფლობელი და დირექტორი გიორგი ფიცხელაურია.
