2026 წლის იანვარში საქართველოს ექსპორტმა 480 მილიონი დოლარი შეადგინა - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებიდან ხდება ცნობილი. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის მოცულობა 19%-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება იმპორტის მაჩვენებლებს, ის 1.17 მილიარდი დოლარის ტოლი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 34%-ით არის შემცირებული.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 თებერვალს, შესაბამისად გაირკვევა თუ რა კატეგორიის საქონლის ექსპორტის მოცულობა გაიზრდება.
