2026 წლის იანვარში საქართველოდან უცხოეთში 480 მილიონი დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19%-ით მეტია. საქსტატის თანახმად, უმსხვილეს საექსპორტო საქონელს შორის პირველ პოზიციას იკავებს მსუბუქი ავტომობილები, თუმცა ამ მიმართულებით 22.5%-იანი კლება დაფიქსირდა. მეორე პოზიციაზეა ნავთობპროდუქტები 58.7 მილიონი დოლარით, რა მიმართულებითაც წლიურად 401%-იანი ზრდაა, მესამე პოზიციას კი ძვირფასი ლითონების მადნები იკავებს 51 მილიონი დოლარით, რა მიმართულებითაც 436%-ის ზრდა აღინიშნა.
2026 წლის იანვარში საქართველოს ექსპორტი ასე განაწილდა:
# საქონელი ექსპორტი წლიური ცვლილება
1 მსუბუქი ავტომობილები $100.7 მილიონი; -22.5%
2 ნავთობი და ნავთობპროდუქტები $58.7 მილიონი; 401.5%
3 ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები $51.0 მილიონი; 436.5%
4 სპილენძის მადნები და კონცენტრატები $24.0 მილიონი; 73.2%
5 სპირტიანი სასმელები $17.2 მილიონი; 20.7%
6 ფეროშენადნობები $16.9 მილიონი; 86.5%
7 თხილი და სხვა კაკალი $14.6 მილიონი; 68.3%
8 ოქრო დაუმუშავებელი, დამუშავებული ან ფხვნილი $12.8 მილიონი; 23.5%
9 ყურძნის ნატურალური ღვინოები $12.2 მილიონი; -6.2%
10 მინერალური და მტკნარი წყლები (შაქრის გარეშე) $12.0 მილიონი; -10.4%
11 დანარჩენი საქონელი – სულ $160.3 მილიონი; -5.7%
