საქართველოში 2025 წელსაც ყველაზე პოპულარული ავტომობილის მოდელი TOYOTA PRIUS-ია.
საქსტატის ავტომობილების პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ქვეყანაში ყველაზე პოპულარული ავტომობილების მოდელებს შორის Toyota-ს კიდევ ერთ მოდელს Camry-ს ვხდებით, რომელიც რეიტინგში მეექვსე ადგილზეა. უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წელთან შედარებით ამ მარკის ავტომობილების რაოდენობა გაიზარდა.
კონკრეტულად TOYOTA PRIUS-ს რაც შეეხება ქვეყანაში რეგისტრირებული ამ ტიპის ავტომობილების 12.4% 2012 წელს არის წარმოებული, 11.2%-ის წარმოების წელი 2013-ია, 10.9% კი 2010 წელსაა გამოშვებული. 2025 წელს წარმობული ამ მოდელის ავტომობილი საქართველოში მხოლოდ 3 ერთეული დადის. ამასთან, ქვეყანაში ასევე რეგისტრირებულია 1998 წელს რეგისტრირებული 4 Toyota Prius.
საქართველოში პოპულარული ავტომობილების TOP-10 მოდელის რეიტინგი ასე გამოიყურება:
- Toyota Prius – 51 112;
- Opel Astra – 37 150;
- Ford Transit – 35 286;
- Honda Fit – 26 642;
- VAZ 21063 – 22 865;
- Toyota Camry – 22 808;
- Volkswagen Jetta – 20 728;
- Hyundai Elantra – 18 258;
- Mercedes-Benz C 180 – 17 418;
- Subaru Forester – 17 418;
ოფიციალური მონაცემებით, 2025 წელს ქვეყანაში ყველაზე პოპულარული ავტომობილების ათეული თითქმის 2024 წლის ანალოგიურია, თუმცა რეიტინგში მეათე ადგილი Subaru Forester-მა დაიკავა. წლიურად Opel Astra-ს, VAZ 21063-ის, Mercedes-Benz C 180-ის რაოდენობა შემცირდა.
საქართველოში 2025 წლის ბოლოსთვის 1 914 908 ავტომობილების თითქმის ნახევარი თბილისშია რეგისტრირებული. ზოგადად ქვეყანაში დარეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა წლიურად 6.9%-ით გაიზარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 2025 წელს ქვეყანაში 124 321 ავტომობილი დარეგისტრირდა. ავტოსატრანსპორტო საშუალებების დიდი ნაწილი 1 650 048 ერთეული მსუბუქ ავტომობილებზე მოდის. დანარჩენი კი სხვა ტიპის ავტომობილებზე ნაწილდება.
დედაქალაქში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან ყველაზე მეტი (766 748) ასევე მსუბუქი ავტომობილია.
საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილებიდან 80.4% 10 წელზე მეტი, 13.8% - 5-დან 10 წლამდე წლოვანებისაა; მხოლოდ 3.2%-ია 2-დან 5 წლამდე, 2% კი 2 წლამდე წლოვანებისაა.
წყარო: bm.ge
