2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძო საერთაშორისო რეზერვების შევსება.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2026 წლის თებერვალში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა დაახლოებით 429.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა კი 6.65 მილიარდ დოლარს შეადგენს.
„კერძოდ, თებერვალში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 429.3 მლნ დოლარით შეავსო. საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. ბაზარი ამის შესაძლებლობას როდესაც იძლევა, ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.
ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 2026 წლის ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:
იანვარ-თებერვალი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 515.9 მლნ აშშ დოლარი; იანვარი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 86.6 მლნ აშშ დოლარი; თებერვალი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 429.3 მლნ აშშ დოლარი.
საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 27 აპრილს გამოაქვეყნებს.
