საქართველოში მარტის განმავლობაში საწვავი 15-დან 59 თეთრამდე გაძვირდა - რა ღირს ბენზინი

28 თებერვლიდან მსოფლიოში ნავთობის ფასების ზრდის ფონზე, მარტის განმავლობაში საქართველოში საწვავის ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. თვის განმავლობაში ბენზინის ფასი 15-30 თეთრით, დიზელის კი 37-59 თეთრით გაიზარდა.

საწვავის იმპორტიორი და რეალიზატორი ზოგიერთი კომპანიის ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ფასების არქივი საწვავის ღირებულებაზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს - რომელ ქსელში, რამდენით და როდის შეიცვალა საწვავის ღირებულება.

საწვავის ფასი გასამართი სადგურებისქსელებში:

 

Gulf-ის ქსელში საწვავის ღირებულების ზრდა 9 მარტიდან დაიწყო და თვის განმავლობაში 4-ჯერ შეიცვალა. ჯამში მარტის განმავლობაში ბენზინი 30-36 თეთრით, ხოლო დიზელი 54 თეთრით გაძვირდა. შედეგად, დღეს საწვავის ფასები Gulf-ის სადგურებზე შემდეგია:

  • G-Force სუპერი - ₾3.83, ზრდა - 30 თეთრი;
  • G-Force პრემიუმი - ₾3.43, ზრდა - 36 თეთრით;
  • G-Force ევრო რეგულარი - ₾3.29, ზრდა - 32 თეთრით;
  • ევრო რეგულარი - ₾3.27, ზრდა - 35 თეთრით;
  • G-Force ევრო დიზელი - ₾3.67, ზრდა - 54 თეთრი;
  • ევრო დიზელი - ₾3.57, ზრდა - 54 თეთრი;

 

Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში ყველა ტიპის საწვავის გაძვირება 7 მარტიდან იწყება და თვის განმავლობაში 5-ჯერ დაკორექტირდა. როგორც ფასების არქივიდან ირკვევა, ბოლო ერთი კვირის ჭრილში საწვავი ტიპის მიხედვით 28-59 თეთრით გაძვირდა.

დღეს ამ ბრენდის სადგურებზე საწვავის შეძენა შემდეგ ფასადაა შესაძლებელი:

  • ეკო სუპერი - ₾3.82; ზრდა კვირის ჭრილში - 28 თეთრი;
  • ეკო პრემიუმი - ₾3.42; ზრდა - 30 თეთრი;
  • ეკო დიზელი - ₾3.72; ზრდა - 59 თეთრი;
  • ევრო დიზელი - ₾3.67; ზრდა - 59 თეთრი;
  • ევრო რეგულარი - ₾3.27; ზრდა - 30 თეთრი;
  • დიზელ ენერჯი - ₾3.62; ზრდა - 59 თეთრი;

 

Socar-ის გასამართი სადგურების ქსელში საწვავის ფასის კორექტირება 11 მარტიდან ფიქსირდება და თვის განმავლობაში 3-ჯერ შეიცვალა. ჯამში ბენზინი 17-29 თეთრით, ხოლო დიზელი 37-51 თეთრით გაძვირდა.

ამ ბრენდის სადგურებზე ბენზინის და დიზელის ჩასხმა შემდეგ ფასად შეგიძლიათ:

  • ნანო სუპერი - ₾3.72; ზრდა - 17 თეთრი;
  • ნანო პრემიუმი - ₾3.40; ზრდა - 29 თეთრი;
  • ნანო ევრო რეგულარი - ₾3.24; ზრდა - 29 თეთრი;
  • ევრო 5 დიზელი - ₾3.50; ზრდა - 51 თეთრი;
  • ნანო ევრო 5 დიზელი - ₾3.60; ზრდა - 37 თეთრი

უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდირებული გასამართი სადგურების სხვა ქსელებს, მაგალითად Lukoil-ის, Rompetrol-ის და Portal-ის შემთხვევაში, კომპანიებს ვებგვერდებზე ფასების ცვლილების არქივზე დაკვირვების შესაძლებლობას არ გვაქვს, თუმცა ბოლო თვის დასაწყისსა და ბოლოს არსებული ფასებით, საწვავი ამ სადგურებზეც მნიშვნელოვნად 15-50 თეთრით გაძვირდა.

 

Rompetrol-ის დღეს საწვავს შემდეგ ფასად შეიძენთ:

  • Efix სუპერი - ₾3.80; ზრდა - 21 თეთრი;
  • Efix ევრო პრემიუმი - ₾3.43; ზრდა - 28 თეთრი;
  • ევრო რეგულარი - ₾3.27; ზრდა - 23 თეთრი;
  • Efix ევრო დიზელი - ₾3.65; ზრდა - 50 თეთრი;
  • ევრო დიზელი - ₾3.60;ზრდა - 50 თეთრი;

 

Lukoil-ის ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში, სადაც ბენზინის და დიზელის შეძენა დღეისთვის შემდეგ ფასად შეგეძლებათ:

  • Euro Super – ₾3.74; ზრდა - 15 თეთრი;
  • Premium Avangard - ₾3.39; ზრდა - 24 თეთრი;
  • Euro Regular - ₾3.24; ზრდა - 20 თეთრი;
  • Euro Diesel - ₾3.59; ზრდა -49 თეთრი.