გასული სავაჭრო კვირის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით 0.44 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც გაცვლითმა კურსმა 2.6981 ლარს მიაღწია, თუმცა გაუფასურდა ევროსთან 0.36 თეთრით და კურსი 3.1150 ლარი გახდა. ლარი ასევე გამყარდა გირვანქა სტერლინგთან 2.42 თეთრით და კურსმა 3.57 ლარი შეადგინა. რაც შეეხება სხვა ვალუტებს, ლარი გაუფასურდა რუსულ რუბლთან, თუმცა გამყარდა დრამთან და აზერბაიჯანულ მანათთან.
არსებული მდგომარეობით, გასული თვის ეკონომიკური პარამეტრებიდან ცნობილია საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში, რომლის მიხედვითაც თებერვალში ექსპორტი 27%-ით $546 მილიონამდე გაიზარდა, იმპორტი კი 8%-ით $1.3 მილიარდამდე. ფულადი გზავნილები კი თებერვალში 17%-ით, 295 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
ასევე ცნობილია სავალუტო რეზერვების სტატისტიკა, რომლის თანახმადაც, გასულ თვეში რეზერვები 356 მილიონი დოლარით, 6.6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, უფრო მეტ სტატისტიკურ ინფორმაციას საქსტატი და ეროვნული ბანკი მომდევნო კვირებში გამოაქვეყნებენ.
ლარის გაცვლითი კურსი გასულ კვირაში:
ვალუტა კურსი (ლარი) გამყარება/გაუფასურება თეთრი
1 აშშ დოლარი 2.6981 0.44
1 ევრო 3.115 -0.36
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი 3.5707 2.42
1 თურქული ლირა 0.0605 0.03
100 რუსული რუბლი 3.3704 -5.68
1000 სომხური დრამი 7.152 0.88
1 აზერბაიჯანული მანათი 1.5871 0.3
10 ჩინური იუანი 3.9209 -1
100 იაპონური იენი 1.6906 -0.1
10 უკრაინული გრივნა 0.617 -0.11
