2026 წლის პირველ სამ თვეში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობა შემცირდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, იანვარ-მარტში ქვეყანაში სულ 1,300,505 ვიზიტი შედგა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.1%-ით (14,323 ვიზიტით) ნაკლებია.
მიუხედავად საერთო კლებისა, უშუალოდ საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების კუთხით (რაც გულისხმობს ქვეყანაში 24 საათზე მეტხანს დარჩენას) ახალი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. 3 თვეში საქართველომ 997,529 ტურისტი მიიღო, რაც გასულ წელთან შედარებით 4%-ით მეტია.
ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 3 თვეში ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთიდან დაფიქსირდა და 238,368 შეადგინა.
ვიზიტორთა ტოპ 15-ში მეზობელ ქვეყნებთან ერთად არიან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ისრაელი, ყაზახეთი, ჩინეთი, ინდოეთი და სხვა მიზნობრივი ქვეყნები.
2026 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 96,226 ვიზიტი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +30.2%-ით მეტია:
გერმანია +37.6%
პოლონეთი +34.3%
გაერთიანებული სამეფო +45.7%
იტალია +70.7%
საბერძნეთი +21.7%
საფრანგეთი +24.7%
სლოვაკეთი +87.6%
ლიეტუვა +29.9%
ესპანეთი +44.4%
ნიდერლანდები +25.8%
განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი სტრატეგიული ბაზრებიდან:
ჩინეთი +48.6%
ამერიკის შეერთებული შტატები +19.3%
კორეის რესპუბლიკა +67.2%
შვეიცარია +33.7%
ირანში მიმდინარე ომი და გაუქმებული ფრენები ნეგატიურად აისახა ვიზიტორების მაჩვენებელზე შემდეგი ქვეყნებიდან:
ირანი -48.8%
ინდოეთი -29.5%
ისრაელი -17.5%
თუმცა, 2026 წლის I კვარტალი, ჯამში სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ფიქსირდება +8.2% ვიზიტორთა ზრდა:
საუდის არაბეთი +36.3%
ბაჰრეინი +20.9%
არაბთა გაერთიანებული საამიროები -19.8%
ქუვეითი -18.7%
კატარი -7.4%
ომანი +1.1%
