რომელი ქვეყნებიდან გადმორიცხეს მარტში ყველაზე მეტი თანხა - სტატისტიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 320.6 მლნ აშშ დოლარი (871.6 მლნ ლარი) შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი 9.8%-ით (28.7 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2025 წლის მარტის ანალოგიურ მონაცემზე.

გასული თვის განმავლობაში საქართველომ ყველაზე მეტი გზავნილი კვლავ აშშ-დან გადმოირიცხა, რაც 61 მილიონ დოლარს შეადგენდა. აშშ-დან გზავნილების ზრდა 11%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა იტალია 55 მილიონი დოლარით (მატება 10%), მესამეზე კი რუსეთია 38 მილიონი დოლარის გზავნილებით, საიდანაც გადმორიცხული თანხა წლიურად 1%-ით გაიზარდა.

2026 წლის მარტში ფულადი გზავნილები ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:

#    ქვეყანა    მლნ დოლარი    ზრდა/კლება წინა წელთან
1    აშშ    $61 მილიონი;    11%
2    იტალია    $55 მილიონი;    10%
3    რუსეთის ფედერაცია    $38 მილიონი;    1%
4    გერმანია    $28 მილიონი;    16%
5    საბერძნეთი    $27 მილიონი;    10%
6    ისრაელი    $27 მილიონი;    25%
7    თურქეთი    $12 მილიონი;    34%
8    ესპანეთი    $9 მილიონი;    26%
9    საფრანგეთი    $7 მილიონი;    18%
10    ყაზახეთი    $6 მილიონი.    -2%
2026 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 36.7 მლნ აშშ დოლარი ( 99.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა. რაც 2025 წლის მარტის ( 32.1 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 14.5 % -ით მეტია.