სემეკის მიერ დანერგილ *303#-ის მომსახურებას მელიორაციის სექტორი დაემატა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილ მომსახურებას - *303#-ს მელიორაციის სექტორი დაემატა.

 

მობილურ ტელეფონებზე *303#OK-ის აკრეფით, მელიორაციის სექტორის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ დააფიქსირონ მომარაგების წყვეტა ოპერატიულირეაგირებისთვის, მიიღონ ინფორმაცია ქვითრის, მიმდინარებალანსის, წყალსარგებლობის განრიგისა და მორწყვისოპერაციის შესახებ. ასევე, შეუძლიათ მოითხოვონდარიცხვის გადამოწმება და მომარაგების პრობლემაზერეაგირება.

 

*303# არ საჭიროებს ინტერნეტმომსახურებასა და აპლიკაციის გადმოტვირთვას. სისტემა ავტომატურადახდენს მობილური ნომრის იდენტიფიცირებას, მობილური ტელეფონის ეკრანზე აჩვენებს მიწის ნაკვეთს, წყალსარგებლობის შეთანხმების ნომერს.

303#-ის სერვისის მიზანია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და მომხმარებლისთვის მომსახურე კომპანიასთან კომუნიკაციის გამარტივება. 2020 წლიდან მომსახურება მოქმედებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებისთვის. დღემდე, *303#-ზე 6 მილიონზე მეტი ტრანზაქცია განხორციელდა.

303#-ის მომსახურება ხელმისაწვდომია „მაგთიკომის“,  „სილქნეტის“ და  „სელფის“ მომხმარებლებისათვის.