ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე დაგეგმილი სამუშაოების გამო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე დაგეგმილი სამუშაოების გამო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, – ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე გზის საფარის მოწესრიგება გრძელდება. დაგეგმილი სამუშაოების გამო 21 აგვისტოს 08:00 საათიდან 22 აგვისტოს 08:00 საათამდე ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე გმირთა მოედნის მიმართულებით, „საქართველოს რაგბის კავშირის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა გზის სავალი ნაწილის მხოლოდ ერთ ზოლში შეიზღუდება“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

თბილისის მერია მოქალაქეებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო.