გახოკიძის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

გახოკიძის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა  მიმდინარეობს
სამგორის რაიონში, მიხეილ გახოკიძის ქუჩის N54-დან N25ა-მდე, ასევე, ამავე ქუჩის  N25ა-დან  N28, N30, N31, N32 კორპუსების მიმდებარედ, ასფალტის საფარი 4300 კვ.მ ფართობზე დაიგო. პროექტის ფარგლებში, მოეწყო საყრდენი კედლები და საპარკინგე ადგილები. 
სამუშაოების ჯამური ღირებულება  1 200 000 ლარია.