მინდელის სახელობის ხიდზე 18-დან 23 თებერვლის ჩათვლით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური გიორგი მინდელის სახელობის ხიდზე დაზიანებული მოაჯირებისა და ფრაგმენტების აღდგენას იწყებს.

როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საავტომობილო მოძრაობა 18-დან 23 თებერვლის ჩათვლით ნაწილობრივ შეიზღუდება.

„დაგეგმილი სამუშაოების გამო 18-დან 23 თებერვლის ჩათვლით, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ, ერთ სამოძრაო ზოლზე შეიზღუდება“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.