საკრებულომ თბილისის ქუჩებს აფხაზეთის ომის გმირების სახელები მიანიჭა

დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე, სხვა დასამტკიცებელ საკითხებთან ერთად:

თბილისის სხვადასხვა რაიონში არსებული - გეოგრაფიული ობიექტების, სახელდება განხორციელდა 

 ყურადღება მინდა შევაჩერო, იმ თანამედროვე გმირებზე, რომლებმაც - ადრეულ ასაკში, თავი შესწირეს სამშობლოს და 

,,საქართველო იყო მათი - საოცნებო სახელი,,

ფონიჭალაში, ცოტნე დადიანის  I შესახვევს, მასთან არსებულ უსახელო ქუჩას და ერთ ჩიხს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის  ვალერი ჩიქოვანის სახელი მიენიჭა.

სამგორის რაიონში, გუმათჰესის ქუჩის მონაკვეთს აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლის 

 ზურაბ კვანტრიშვილის სახელი მიენიჭა.

 გლდანის რაიონში, ვლადიმერ ჯანჯღავას III შესახვევს, მასთან არსებულ ერთ ჩიხს და სამ გასასვლელს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის 

ომარ ფურცელაძის სახელი მიენიჭა.

ცოტა, რამ - ფოტოზე გამოსახული ვაჟკაცის, ომარ ფურცელაძეს შესახებ: 

 დაიბადა 1971 წლის 25 აპრილს. დაამთავრა თბილისის 124-ე საშუალო სკოლა 

გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში- მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური 

დაბრუნებისთანავე მუშაობა დაიწყო: თბილისის პოლიციის სამმართველოს- სისხლის სამართლის საგამოძიებო დეპარტამენტში და იმავე წელს ჩაირიცხა იურიდიულ ფაკულტეტზე 

1992 წლის 14 აგვისტოს „მძევლების გათავისუფლების“ მიზნით, დასავლეთ საქართველოში ჩატარებული სპეცოპერაციისას, აგუძერასთან მომხდარი შეტაკებისას, დაიღუპა 

21 წლის ომარი - იმ პირველ მანქანაში იმყოფებოდა, რომელსაც „აფხაზეთის პირობით საზღვართან“ სნაიპერებმა ცეცხლი გაუხსნეს: 

მან გადაარჩინა დაჭრილი თანამებრძოლი - მამუკა ლომიძე, ხოლო როდესაც მეორეს - პაატა ნათენაძის გადასარჩენად გარბოდა, სწორედ მაშინ წამოეწია - სნაიპერის ტყვია 

ომარ ფურცელაძე - აფხაზეთის ომის, პირველი მსხვერპლი გახლავთ 

დაჯილდოებულია ორდენით „მხედრული მამაცობისთვის“, მისი გვარი კი ამოტვიფრულია - გმირთა მოედანზე აღმართულ მემორიალზე. 

დიდება, სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის: 

ბრძოლაში დაღუპულ  გმირებს 

 

წყარო: ოთარ ჩრდილელი, პოლიტიკოსი