სამგორის გამგეობაში 2026 წლის პროექტების განხილვა გაიმართა
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 52
სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ მოადგილეებთან, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან, საუბნო განყოფილებების უფროსებთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, 2026 წელს განსახორციელებელი პროექტების განხილვა გამართა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა გზების რეაბილიტაციაზე, მწვანე სივრცეებისა და სპორტული მოედნების აღდგენა-მოწყობაზე, წყლისა და წყალარინების სისტემის გაუმჯობესებაზე. პროექტების შეფასება პრეზენტაციის ფორმატში განხორციელდა, დეტალურად იქნა წარმოდგენილი თითოეული პროექტის მიზნები, განხორციელების ეტაპები და მოსალოდნელი შედეგები.
შეხვედრის მიზანია მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მდგომარეობის შეფასება, პრიორიტეტების განსაზღვრა, ფინანსური რესურსების ეფექტიანი განაწილება და არსებული პრობლემების იდენტიფიცირება, მათი დროული და ხარისხიანი გადაჭრის მიზნით.
შეხვედრას ვარკეთილის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ვაჟა კოკაია, ქვემო სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია წიკლაური, მესამე მასივის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი ბაჩო ივანიშვილი და ლილო-ორხევის მაჟორიტარი დეპუტატი მამუკა ხაბარელი ესწრებოდნენ.
No article in the selected categories
