სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზირზე ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო

სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზირის მე-4 კვარტლის N4, N5, N6, N45, N47 და N49  საცხოვრებელი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო. 

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე განხორციელდება მარინა ჭყონია-სამარგულიანის ქუჩის მონაკვეთზეც.

საერთო ჯამში, 3 700 კვ.მ ფართობზე იგეგმება ორფენიანი ასფალტის საფარის დაგება,  ბორდიურებისა და საპარკინგე სივრცეების მოწყობა. 
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, დაახლოებით 500 000 ლარი დაიხარჯება.

მიმდინარე პროექტს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, ქვემო სამგორის მაჟორიტარ დეპუტატ ზაქარია წიკლაურთან ერთად გაეცნო.