თბილისის ქუჩებსა და ქალაქის შემოგარენში გზები გაიწმინდა და ტექნიკური მარილი დაიყარა

თბილისში მოსული ნალექის გამო, დედაქალაქსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები ინტენსიურად იწმინდება. სპეცტექნიკით დაიყარა ტექნიკური მარილი.

"შპს "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლები დღე-ღამის განმავლობაში უწყვეტად მუშაობენ.

თოვლიანობის გამო, საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ მოგვმართონ "თბილსერვის ჯგუფის" ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22. დაუყოვნებლივ მოხდება რეაგირება და დაიყრება ტექნიკური მარილი.

ამასთან, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ავტომანქანების მძღოლებს მოვუწოდებთ, რომ იმოძრაონ ზამთრის საბურავებით", - აღნიშნულია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.