სამგორის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს.
ამჯერად, საგზაო სამუშაოები ლილოში, ელენე გოკიელის ქუჩა N13-დან გოკიელის I ჩიხის N10-მდე მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი 2900 კვ. მ ფართობზე იგება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 350 000 ლარი გამოიყო.
მიმდინარე სამუშაოებს რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე ადგილზე გაეცნო.