ვარკეთილი 3-ის მეოთხე მ/რ-ნ-ში წყალარინების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სამგორის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა პროექტის განხორციელებას განაგრძობს. 
ამჟამად, ვარკეთილი 3-ის მეოთხე მიკრორაიონში, კორპუსი N314-ის მიმდებარედ, წყალარინების სარეაბილიტაციო სამუშაოები  მიმდინარეობს. 
პროექტის ფარგლებში, იცვლება წყალარინების 40 გრძივი მეტრი სიგრძის  ქსელი და 3 ჭა ეწყობა. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით,  25 000 ლარი გამოიყო.
მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე ადგილზე გაეცნო.