გიორგი მაჩაბლის ქუჩაზე გზა ეწყობა

სამგორის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს. 
ამჯერად, საგზაო სამუშაოები გიორგი მაჩაბლის ქუჩაზე,  მაჩაბლის I შესახვევის ჩათვლით მიმდინარეობს. 
პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი 3077 კვ. მ  ფართობზე იგება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან  281 054  ლარი გამოიყო.
აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა და მოსახლეობა გრუნტის გზით გადაადგილდებოდა. 
მიმდინარე სამუშაოებს რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე ადგილზე გაეცნო.