სამგორის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს

ამჯერად, გზის მოწყობის სამუშაოები ლილოს დასახლებაში, ელენე გოკიელის ქუჩის N34-დან,  გოკიელის I შესახვევის N48-ის ჩათვლით შესრულდა. 
პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი 3000 კვ. მ  ფართობზე დაიგო, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან  330  000  ლარი დაიხარჯა.

დასრულებულ სამუშაოებს რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე ადგილზე გაეცნო.