საქნავთის დასახლებაში საგზაო სამუშაოები დასრულდა
- Details
- By admin
- Hits: 177
სამგორის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს.
ამჯერად, გზის მოწყობის სამუშაოები საქნავთის დასახლებაში შესრულდა.
პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი 2200 კვ. მ ფართობზე დაიგო, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 000 ლარი დაიხარჯა.
დასრულებულ სამუშაოებს რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე ადგილზე გაეცნო.

No article in the selected categories